ალექსანდრე იაშვილი: “ყველას დავანახეთ, რომ გრანდების დამარცხება შეგვიძლია”

0
47

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილა მიაჩნია, რომ 21-წლამდელთა ნაკრებს მაღალი დონის მეტოქეებთან თამაში და დამარცხება შეუძლია. ამის შესახება მან ბრატისლავაში გამართული კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, როდესაც გაირკვა, რომ რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი C ჯგუფში პორტუგალიას, საფრანგეთს და პოლონეთს დაუპირისპირდრება.
ალექსანდრე იაშვილი: “თავიდანვე ვიცოდით, რომ მარტივი ჯგუფი არ შეგვხვდებოდა, რადგან ამ ტურნირზე ევროპის საუკეთესო 16 ნაკრები თამაშობს. კი, პორტუგალიაც და საფრანგეთიც არიან ტოპ ქვეყნები, მაგრამ 2023 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება.
ახლა მთავარია კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიართო და ფეხბურთელები ჯანმრთელად შეხვდნენ ტურნირს. დანარჩენი გამოჩნდება მოედანზე.
ძალიან საამაყოა, რომ ზედიზედ მესამე ზაფხული საქართველო თამაშობს ევროპის ჩემპიონატზე, რაც ძალიან დიდი მიღწევა მგონია, მაგრამ მთავარი უკვე ტურნირზე გასვლა აღარ არის. განვლილი ორი ტურნირიდან გამომდინარე გვაქვს იმის ამბიციაც, რომ ფინალურ ეტაპზე ჩვენი სიტყვა ვთქვათ და კიდევ ერთ ახალ ნიშნულს მივაღწიოთ”.
ევროპის ჩემპიონატს, 11-დან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთის 8 ქალაქი უმასპინძლებს.
11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა
14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა
17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი
ლაშა თაბაგარი