გველესიანმა “პერსეპოლისს” აზიის ჩემპიონთა ლიგაში მოაგებინა

0
43

“პერსეპოლისმა” აზიის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებასი პირველი მატჩი მოიგო და თავისი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი გიორგი გცელესიანმა შეიტანა. ირანული გუნდი თავის მოედანზე ერაყის “ალ შორთას” დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით აჯობა. მასპინძლებიდან მე-19 წუთზე ანგარიში მემემ გახსნა. სტუმრებ9იდან 89-ე წუთზე საპასუხო ბურთი ურუნოვმა გაიტანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-9 წუთზე ერაყელმა ალ მავასმა პენალტი ვერ გამოიყენა. ორ წუთში მსაჯმა “ალ შორთას” კარში დანიშნა თერთმეტმეტრიანი, რომელიც გველესიანმა გაიტანა. “პერსეპოლისი” 6 ქულით აზიის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების დასავლეთ ზონაში მე-6 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფში საწყისი 8 გუნდი გადის.
ლაშა თაბაგარი