„იბერიამ“ საქართველოს ჩემპიონატი მეორედ მოიგო

0
58

თბილისის “იბერიამ”, რომელსაც ლევან კორღალიძე წვრთნის საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგო..
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში „იბერია“ სტუმრად „გაგრას“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. მატჩის მე-15 წუთზე გაგრელებმა კუთხური გაითამშეს და ლევან გეგეჭკორმა მეტოქის საჯარიმოში გააკეთა პასი, სადაც საჰაერო ორთაბრძოლა გიორგი ხარებაშვილმა მოიგო, ხოლო ზურაბ ჭავჭანიძემ თავით ანგარიში გახსნა. 50-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა დაახლოებით 18 მეტრიდან საუცხოო დარტყმით ბურთი მეკარისგან მარცხენა „ცხრიანში“ გაახვია.
84-ე წუთზე გიზო მამაგეიშვილმა კონტრშეტევა თავისი ნახევრიდან დაიწყო და პასი მალელ შეიკნე სილას მისცა, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა, რის შემდეგ, უკრაინელ ოლექსეი ვორობეის ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 1:2.  „იბერიას“ 74 ქულა აქვს და ჩემპიონატის ბოლო ტურის წინ მეტოქეებისთვის მიუღწეველია. გიორგი ონიანის თავკაცობით “გაგრამ” 35 ქულა დააგროვა და ლიგაში დასარჩენად პლეი-აუტში ითამაშებს.
კორღალიძემ “იბერიასთან” ერთად მეორე ტიტული მოიგო. 44 წლის სპეციალისტმა 2021 წელს თბილისელებს, რომლებიც მაშინ “საბურთალოს” სახელით გამოდიოდნენ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოაგებინა. “იბერია” პირველად 2018 წელს გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით გაჩემპიონდა, ხოლო თასს საერთო ჯამში სამჯერ დაეუფლა. ცნობისთვის, მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში “იბერიას” გიორგი მიქაძე ხელმძღვანელობდა, რომელი კორღალიძემ ივლისში შეცვალა.
გაგრა 1:2 იბერია 1999 
გორის “დილამ” სტუმრად 2:0 სძლია მეოთხეადგილოსან ბათუმის “დინამოს”. პორტუგალიელი ფრანსისკუ კაშტრუს გაწვრთნილმა გორელებმა “ტორპედოს” გააქსწრეს და მეორე ადგილზე გადავიდნენ.
ორივე გოლის დროს კარგად გაითამაშეს ბურთი სტუმრებმა. ჯერ ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა გაიტანა ნობრეგას პასის შემდეგ. მეორე ტაიმის დასაწყისში კი ოთარ ფარულავას გადაცემას მოჰყვა ირაკლი ბუღრიძის ზუსტი დარტყმა – 0:2. ვაუტერისთვის ეს მე-18 გოლია სეზონში, ბუღრიძისთვის კი მე-6.
“დილა” 68 ქულით მეორე პოზიციაზეა, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილის თავკაცობით ბათუმელებმა 52 ქულა დააგროვეს და სეზონს მეოთხე ადგილზე დაასრულებენ.
დინამო ბთ 0:2 დილა 

ლაშა თაბაგარი