„ბოტაფოგომ“ არსებობის ისტორიაში პირველად კოპა ლიბერტადორესი მოიგო. არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის „მონუმენტალზე“ გამართულ ბრაზილიურ ფინალში „ბოტაფოგომ“ „ატლეტიკო მინეირო“ 3:1 დაამარცხა.
პორტუგალიელი არტურ ჟორჟეს გაწვრთნილის გუნდი მე-2 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, რადგან მე-2 წუთზე ნახევამცველი გრეგორე გაუძევეს, რომელმაც მეტოქეს თავში ფეხი ჩაარტყა. მიუხედავად ამისა, კანცაკლულმა „ბოტაფოგომ“ პირველი ტაიმი 2:0 მოიგო – 35-ე წუთზე ანგარიში ლუის ენრიკემ გახსნა, ხოლო 44-ე წუთზე მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ალექს ტელეშმა გმოიყენა. „ატლეტიკო მინეიროდან“ ერთი ბურთი 47-ე წუთზე ვარგასმა გაქვითა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-7 წუთზე „ბოტაფოგოდან“ თავი ჟუნიორ სანტოსმა გამოიჩინა.
„ბოტაფოგომ“ მომავალ წელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ითამაშებს, რომელიც ახალი ფორმატით ჩატარდება და 32-გუნდიანი იქნება.
ლაშა თაბაგარი





