„ემპოლი“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში სტუმრად „მილანს“ შეხვდა და თავის კარში სამი უპასუხო ბურთი მიიღო.
მასპინძლები მე-19 წუთზე ალვარო მორატამ დააწინაურა, ხოლო 44-ე წუთზე რეონდერსმა „ემპოლის“ კარი მეორედ აიღო. 69-ე წუთზე რეინდერსმა დუბლი შერასრულა და ეს გოლი განვლილ შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. „ემპოლი“ 16 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





