იტალიის სერია B-ს მე-15 ტურში “კრემონეზემ” გასვლაზე “სუდტიროლს” 4:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა დისკვალიფიკაცია მოიხადა და მეორე ტაიმი ითამაშა. “კრემონეზე” 24 ქულით 20 გუნდში მე-4 ადგილზეა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-17 ტურში გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ სტუმრად „ალმერიას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბი სასტარტოში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს. „გრანადა“ 26 ქულით 22 გუნდში მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი





