ფრენკ ლამპარდი “ქოვენთრის” გაწვრთნის

0
29

ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის “ჩელსის” ყოფილი ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი ჩემპიონშიფში მოასპარეზე “ქოვენთრის” მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. 46 წლის სპეციალისტმა კლუბთან ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა. “ქოვენთრიში” ლამპარდის თანაშემწეები ჯო ედვარდსი და კრის ჯონსი იქნებიან.
“ქოვენთრიმდე” ის “დერბის”, “ევერტონს” და “ჩელსის” ავარჯიშებდა. მისი ახალი გუნდი 17 ქულით 24-გუნდიან პრემიერშიფში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი