საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას ნოემბრის თვის რეიტინგში წინა თვესთან შედარებით ერთი საფეხურით დაქვეითდა. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი 68-ე პოზიციაზეა.
ერთა ლიგის B ლიგაში დასარჩენ პლეი-აუტში ჩვენი გუნდის მეტოქე სომხეთი რეიტინგში მე-100 ადგილზეა. საქართველოს ნაკრები 2025 წლის 20 მარტს სომხეთს სტუმრად შეხვდება, ხოლო სამ დღეში შინ დაუპირისპირდება.
რეიტინგის სათავეში ისევ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინაა, მეორე ადგილზე საფრანგეთის, ევრო 2024-ის გამარჯვებული ესპანეთი კი მესამეა.
ლაშა თაბაგარი





