საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის თქმით, ჩეხეთიდან სამი ქულით დაბრუნებას აპირებენ. მან ამის შესახებ ერთა ლიგის B ლიგის პირველი ჯგუფის მე-5 ტურში ბათუმში 1:1 დასრულებული მატჩის მერე ისაუბრა, რომელშიც გოლი გაიტანა.
გიორგი მიქაუტაძე: “ბათუმში მაგარი ატმოსფერო იყო. მინდა, მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს. სულ ვცდილობთ, რომ ყველა თამაში მოვიგოთ.
შეცვლაზე შევედი და მინდოდა, 100 პროცენტით დავხარჯულიყავი და ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემს გუნდს ბოლომდე დავხმარებოდი. ეს ერთი გოლით შევძელი. ჩეხეთში დარჩენილ შეხვედრას რაც შეეხება, უნდა წავიდეთ მოსაგებად და საქართველოში სამი ქულით ჩამოვიდეთ“.





