საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ნოემბრის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში, საგურამოში დასკვნითი ვარჯიში გამართა.
ვარჯიშამდე, ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა მოახლოებული მატჩების შესახებ ისაუბრა.
ზურიკო დავითაშვილი: “მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეროვნულ ნაკრებში ძალიან კარგი განწყობაა. ვემზადებით, ვვარჯიშობთ და იმედია, რომ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გვაქვს, მოედანზე გადავიტანთ და ჩვენს სასარგებლოდ დავასრულებთ თამაშს.
დიდი ხანია ბათუმში არ მითამაშია. ძალიან კარგი სტადიონია, სადაც ყოველთვის შესანიშნავი გარემოა. ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივარი ჩვენს გვერდით იქნება მთელი თამაშის განმავლობაში და ერთად დავამარცხებთ მეტოქეს”.
15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ბათუმში გაემგზავრება, სადაც უკრაინასთან შეხვედრის მასპინძელ აჭარაბეთ არენაზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია.
15 ნოემბრის განრიგი | აჭარაბეთ არენა:
16:30 საქართველოს ნაკრების პრესკონფერენცია
17:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
18:30 უკრაინის ნაკრების პრესკონფერენცია
19:00 უკრაინის ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)
ლაშა თაბაგარი





