ბუდუ ზივზივაძე: “ყველას გვსურს სანაკრებო წელი პოზიტიურად დავასრულოთ”

0
134

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 13 ნოემბერს, ჩვენმა გუნდმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
მოახლოებული მატჩების და საწვრთნელი შეკრების მიმდინარეობის შესახებ კომენატარი ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა.
ბუდუ ზივზივაძე: “წლის ბოლო შეკრებაა. ორი შეხვედრა გველის და ყველას გვსურს, რომ პოზიტიურად დავასრულოთ სანაკრებო წელი. ოქტომბრის შეკრება არ იყო ისეთი, როგორც გვსურდა.
თუმცა, ვეცდებით, რომ ახლა გამოვასწოროთ ჯგუფში ვითარება და დავბრუნდეთ იქ, სადაც სექტემბრის შეკრების შემდეგ ვიყავით. მზად ვართ, რაც მთავარია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გავახაროთ”.
წლის დასკვნით საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება. დისკვალიფიკაციის გამო, უკრაინასთან საშინაო შეხვედრას ლაშა დვალი გამოტოვებს. ფეხბურთელი ნაკრებთან ერთად ჩეხეთთან მატჩისთვის მოემზადება.
ლაშა თაბაგარი