„დილა“ პირველ ადგილზე დაბრუნდა

0
78

გორის „დილა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ორი წრის შემდეგ ლიდერობდა, მაგრამ მესამე წრეში პირველი ადგილი დაკარგა, თუმცა დღეს სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა.
29-ე ტურის ბოლო შეხვედრაში პორტუგალიელი ფრანსისკუ კაშტრუს გაწვრთნილმა გუნდმა წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა, სადაც დებიუტი იტალიელ რუდოფლო ვანოლის ჰქონდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
შეხვედრის მე-10 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ნიდერლანდელმა ტაირელ ვაუტერმა სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, ხოლო ყველაზე მაღლა ამხტარმა შოთა შეყილ;აძემ მხრით გაიტანა – 1:0.
50-ე წუთზე დაახლოებით 18 მეტრიდან ნკა კალანდარიშვილმა საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ შეასრულა და ბურთი „ცხრიანში“ გაახვია – 1:1. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ,ა იბრაჰიმა დრა,ე, ჩააწოდა და კუტალაძემ ბურთი ხელებში ვერ დააფიქსირა, ხოლო შეყილაზის პასის მ,ერე, ბუღრიძემ გადამწყვეტი გოლი გაიტანა – 2:1.
„დილა“ 58 ქულით გალიდერდა და ამდენივე ქულის მქონე მეორეადგილოსან „იბერიას“ დამატებითი მაჩვენებლებით სჯობს, ხოლო „სამგურალი“ 31 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეექვსეა.
დილა 2:1 სამგურალი
ლაშა თაბაგარი