მჭედლიძე: “ვითამაშებთ მოსაგებად, გავერთობით და ვისიამოვნებთ ერთად”

0
35

21 სექტემბერს დაგეგმილი საქართველოს და მილანის მატჩისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელების ნაკრებმა დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე ვარჯიში გამართა.
მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა აქართველოს ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელმა ლევან მჭედლიძემ.
ლევან მჭედლიძე: “მნიშვნელოვანი დღე გველის. სასიამოვნოა, როდესაც ასეთი დონის ვარსკვლავები ჩამოდიან. მზადყოფნაში დავხვდებით და იმედია ყველასთვის საინტერესო საღამო გამოვა. ვეცდებით წინააღმდეგობა გავუწიოთ. ვითამაშებთ მოსაგებად, გავერთობით და ვისიამოვნებთ ერთად. ვარჯიშზე ყველას ეტყობოდა მზადყოფნა, რადგან წინასწარ ვემზადებოდით ამ თამაშისთვის. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი ბევრ გოლს და ვარსკვლავს იხილავს. იმედია, რომ ყველას ვასიამოვნებთ”.
ქართული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართება.  მატჩს, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრების და იტალიური მილანის ვეტერანები მიიღებენ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 21 სექტემბერს 19:00 საათზე უმასპინძლებს.
მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ს საშუალებით არის შესაძლებელი. ბილეთის ფასი – 10, 30 და 50 ლარია. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ლაშა თაბაგარი