ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის, ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად სლოვენიის „ცელიესთან“ ჩაატარა და ფრეს მიაღწია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები მე-7 წუთზე ბობიჩანეჩმა დააწინაურა, ხოლო მე-11 წუთზე სტრელეცმა საპასუხო ბურთი გაიტანა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა ბრატისლავაში 30 ივლისს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





