გიორგი გველესიანი: “საქართველოს ნაკრები ხელწამოსაკრავი არავისთვისაა”

0
78

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფსი 22 ივნისს გელზენკიხენში ჩეხეთთან გასამართი მატჩისთვის მზადება დაიწყო. თურქეთთან დასანადან წაგებული (1:3) მატჩის მეორე დღეს, ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფელბერტსი ის ფეხბურთელები ავარჯიშა, რომლებიც დორტმუნდში ჩატარებულ თამაშში შეცვლაზე შევიდნენ ან ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარეს. წვრთნის დასრულების შემდეგ, ქართულ მედიასთან კომენტარი მცველმა გიორგი გველესიანმა გააკეთა.
გიორგი გველესიანი : “ამაყები ვართ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე წარმოვადგენთ საქართველოს. ეს უპრეცედენტო მოვლენაა ჩვენთვის. მიუხედავად თურქეთთან მარცხისა, ვთვლი რომ გამოვავლინეთ ხასიათი. ეს არის კარგი მაგალითი მომავალი თაობებისთვის. დღეს, საქართველოს ნაკრები არავისთვისაა ხელწამოსაკრავი გუნდი. ეს დამტკიცდა თურქეთთან და დარწმუნებული ვარ, ამას ჩეხეთიც და პორტუგალიაც იაზრებს. ჩვენ კი, ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და მოვალეობას. გვაქვს ამბიცია და გვსურს მეტის გაკეთება. გვყავს ერთგული გულშემატკივარი და ხარისხიანი ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მომდევნო ეტაპზე გასვლა.
უაღრესად ბედნიერი ვარ. 33 წლის ასაკში მომეცა შესაძლებლობა, რომ ვიყო ჩემს გუნდთან ერთად. მართალია, თამაშში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ როგორც რიგითი ჯარისკაცი და ნებისმიერი ამაყი ქართველი, ბედნიერი ვარ. თუ დავჭირდები მწვრთნელს, დიდი სიხარულით და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას მომდევნო მატჩებში”.
21 ივნისს საქართველოს ნაკრები დილას 10 საათზე ფელბერტში ივარჯიშებს, ხოლო შემდეგ ჰამბურგში გაემართება და 18:30 საათზე პრესკონფერენციას ჩაატარებს. 22 ივნისს საქართველო- ჩეხეთის დაპირისპირება თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და ჰამბურგის არენაზე “ათიანის” ჟურნალისტიც იქნება. დღეს დილას უკვე დავჯავშნე მედიალოჟაში ადგილი, რომლიდან ჩვენი გუნდის თამაშს თვალს მივადევნებ.
ლაშა თაბაგარი სპეციალურად “ათიანისთვის” ვუპერტალიდან
მადლობა სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას დახმარებისთვის