საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აცხადებს, რომ გერმანიაში გულშემატკივრების ყოფნა მნიშვნელოვანია და აღნიშნავს, რომ ეს ნაკრებს მეტ სტიმულს სძენს.
„ჩვენი ფანების ყოფნა გერმანიაში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან დიდ ენერგიას მისცემს ნაკრებს. ეს არაა მხოლოდ გუნდის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კვალიფიკაცია, ეს არის კვალიფიკაცია მთელი ქვეყნის, რადგან მთელი ქვეყანა მონაწილეობს ამ დიდ საფეხბურთო ფორუმში“, – განაცხადა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
ევრო 2024-ის F ჯგუფის პირველი მატჩი თურქეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 18 ივნისს, დორტმუნდში გაიმართება. მატჩისწინა ვარჯიშს ჩვენი გუნდი ფელბერტში, 15:00 საათზე გამართავს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. ვარჯიშის შემდეგ, 17:45 საათზე მატჩის მასპინძელ სტადიონზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი);
დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა);
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი).





