კილიან მბაპე “რეალის” ფეხბურთელია

0
55

კილიან მბაპე კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. ესპანური გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით, საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის “რეალში” 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
მას პსჟ-სთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება და მადრიდელებს თავოსუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. თუმცა, ესპანური მედიის ინფორმაციით, კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ მბაპე კლუბისგან 150 მილიონ ევროს მიიღებს.
მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 308 მატჩში 256 გოლი გაიტანა და 108 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის პარიზული კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
მბაპემ პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი 6-ჯერ, საფრანგეთის თასი 4-ჯერ, საფრანგეთის სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო საფრანგეთის ლიგის თასი 2-ჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი