იტალიას მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში 5 გუნდი ეყოლება

0
57

მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში იტალიის სერია A-ს ხუთი კლუბი ითამაშებს. ტურნირის ახალი ფორმატი 36 გუნდის მონაწილეობას ითვალისწინებს ამჟამინდელი 32-ისგან განსხვავებით. ოტხიდან ორი ქვოტა იმ ლიგებზე განაწილდება, რომლებიც მიმდინარე სეზონში უეფას კოეფიციენტების ცხრილში საუკეთესო შედეგს აჩვენებენ. ევროპა ლიგის ნახევარფინალში „რომა“ და „ატალანტა“ გავიდნენ, ხოლო კონფერენს ლიგის ნახევარფინალში „ფიორენტინა“ გავიდა.
ამრიგად, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონთა ლიგაში დამატებითი ადგილი პირველმა მიიღო. მეორე საგზურისთვის შეუძლიათ გერმანიას და ინგლისს იბრძოლონ. ამავე დროს გამორიცხული არაა, რომ ტურნირში მეექვსე იტალიური გუნდიც მოხვდეს. ამისთვის იტალიურმა გუნდმა აუცილებლად უნდა მოიგოს ევროპა ლიგა და ამავე დროს სერია A-ს პირველ ოთხეულში მოხვდეს.
ამის შანსი „რომას“ და „ატალანტას“ აქვთ, რომლებიც ამჟამად სატურნირო ცხრილში შესაბამისად მეხუთე და მეექვსე ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი