კონფერენს ლიგის ნახევარფინალში გუნდები დაწყვილდნენ

0
47

უეფას კონფერენს ლიგის ნახევარფინალში გასული გუნდების ვინაობა ცნობილია.
უნაი ემერის გაწვრთნილმა ბირმინგემის „ასტონ ვილამ“ თავის მოედანზე „ლილი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო საპასუხო შეხვედრა სტუმრად იმავე ანგარიშით წააგო. დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო პენალტებში „ასტ6ონ ვილამ“ 4;3 გაიმარჯვა.
„ასტონ ვილა“ 1/2-ფინალში ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება, რომელმაც გათამაშებიდან თურქეთის „ბეშიქთაში“ გამოთიშა. პირეოსელებმა შინ თურქებს 3:2 სძლიეს, სტუმრად კი 0:1 წააგეს. დამატებით დროში ნახევარფინალისტი ვერ გაირკვა და „ოლიმპიაკოსმა“ თერთმეტმეტრიანებში 3:2 მოიგო.
ფლორენციის „ფიორენტინამ“ ჩეხეთში პლზენის „ვიქტორიასთან“ 0:0 ითამაშა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში მეტოქე 2:0 დაამარცხა. იტალიელები 1/2-ფინალში ბელგიის „ბრიუგეს“ დაუპირისპირდებიან, რომელმაც ორი მატჩის ჯამში ბერძნულ პაოკ-ს აჯობა. ბელგიელებმა ორივე თამაში მოიგეს – შინ 1:0, გასვლაზე კი – 2:0.
კონფერენს ლიგაში პირველი მატჩები 2 მაისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 9 მაისს.
ლაშა თაბაგარი