ნახევარფინალისტები გაირკვა – „ლივერპული“ და „ბენფიკა“ გავარდნენ

0
31

უეფას ევროპა ლიგის 1/2-ფინალში გასული ოთხივე გუნდის ვინაობა გაირკვა. 1/4-ფინალის პირველ მატჩში „რომამ“ სტუმრად „მილანი“ 1:0 დაამარცხა და საპასუხო მატჩშიც ერთბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა. რომაელები ორი ბურთით მანჩინის და დიბალას გოლებით დაწინაურდნენ, ხოლო მილანელებიდან თავი გაბიამ გამოიჩინა. „რომას“ 31-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა, რადგან თურქი მცველი ჩელიკი გაუძევეს.
„რომა“ 1/2-ფინალში გერმანიაში უკვე გაჩემპიონებულ ლევერკუზენის „ბაიერს“ დაუპირისპირდება, რომელსაც ჯერ თამაში არცერთ ტურნირზე წაუგია. ესპანელი ხაბი ალონსოს შეგირდებმა პირველ მატჩში შინ ლონდონის „ვესტ ჰემს“ 2:0 აჯობეს, ხოლო ინგლისში საპასუხო დაპირისპირება 1:1 დასრულდა.
1/2-ფინალში ითამაშებს ბერგამოს „ატალანტა“, რომელმაც სტუმრად „ლივერპული“ 3:0 დაამაცხა, სახლში კი 0:1 წააგო. ლივერპულელებიდან გამარჯვების გოლი მე-7 წუთზე ეგვიპტელმა მოჰამედ სალაჰმა გაიტანა.
ფინალის საგზურის მოსაპოვებლად „ატალანტა“ „მარსელთან“ იბრძოლებს. მარსელელებმა პირველი თამაში გასვლაზე ლისაბონის „ბენფიკასთან“ 1:2 წააგეს. შინ კი მეტოქეს 1:0 აჯობეს. დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, პენელტებში კი „მარსელმა“ 4:2 გაიმარჯვა.
ევროპა ლიგის პირველი მატჩები 2 მაისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 9 მაისს.
ლაშა თაბაგარი