აზაროვის საგოლე პასი „შახტარში“

0
38

დონეცკის „შახტარმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების მცველები ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდიან, უკრაინის პრემიერლიგის მე-10 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში სტუმრად ლუგანსკის „ზორია“ 3:1 დაამარცხა.
„შახტარის“ ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ აზაროვი იყო, რომლის გადაცემის შემდეგ სიკანმა 30-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 76-ე წუთზე შეცვალეს. მან დონეცკელთა მაისურით ჩემპიონატში მეორე საგოლე გადაცემა მიითვალა. ხოლო ერთი პასი თავის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩაიწერა. გოცოლეიშვილი სასტარტოში ისევ არ იყო, მაგრამ წინა რამდენიმე მატჩისგან განსხვავებით, ამჯერად შეცვლაზე ათამაშეს. ის მოედანზე 89-ე წუთზე გამოჩნდა.
მოქმედ ჩემპიონ „შახტარს“ 55 ქულა აქვს და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი