ლუის ენრიკე: „სიმწიფისკენ ნაბიჯი გადავდგით“

0
71

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში სტუმრად „ბარსელონასთან“ 4:1 გამარჯვების და 1/2-ფინალში გასვლის მერე გაანცხადა, რომ მისმა გუნდმა სიმწიფისკენ ნაბიჯი გადადგა.
„მატჩი საუცხოოდ დავიწყეთ. ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიყავით, მათ შორის გოლის გაშვებისთვის. ლამინ იამალმა ძალიან კარგად ითამაშა, რის შემდეგ, გოლი გაგვიტანეს, მაგრამ პსჟ-მ თავიდან ბოლომდე მაღალ დონეზე ითამაშა. გულშემატკივრები ჩვენით იამაყებენ.
ჩვეულებისამებრ მსაჯის გადაწყვეტილებას არ ვაფასებ. ყოველთვის ვცდილობ საკუთარი თავი მის ადგილზე დავაყენო. არბიტრების შესახებ ცოტას ვსაუბრობ ან ამას საერთოდ არ ვაკეთებ, მაგრამ ჩემს მოთამაშეებს ვეუბნები, რომ ემოცია აკონტროლონ. დღეს, სიმწიფისკენ ნაბიჯი გადავდგით“ – იუწყება ლუის ენრიკეს ნათქვამს ესპანური მედია.
პსჟ ნახევარფინალში დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდება.
ლაშა თაბაგარი