მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს თქმით, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში სტუმრად დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ჩასატარებელი საპასუხო შეხვედრის წინ, მისი გუნდი საკუთარ თავში დარწმუნებულია. შეგახსენებთ, რომ მადრიდელებმა პირველი შეხვედრა შინ 2:1 მოიგეს და წარმატების შემთხვევაში, ბოლო 7 წლის მანძილზე ტურნირის 1/2-ფინალში პირველად გავლენ.
„ძლიერ გუნდს ვუპირისპირდებით, რომელიც მაღალ ტემპში ითამაშებს და ეს დონე მატჩის ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ. საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ და ყველაფერი კარგად გვაქვს. საინტერესო დაპირისპირებას ველოდები. მეტოქეს ფლანგებზე ბევრი კარგი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც მეორე ხაზზე გამოდიან და ბურთს კარგად ათამაშებენ.
ჩემი გუნდი კარგად მუშაობს და ჩვენ ყველა გავიზარდე, რომ ლა ლიგაში მნიშვნელოვანს შედეგს მივაღწიოთ. ამან საშუალება მოგვცა, რომ საფეხბურთო სამყაროში გავიზარდოთ. ძალიან კარგი საღამო იქნება“ – ციტირებს არგენტინელ სპეციალისტს Mundo Deportivo.
ლაშა თაბაგარი





