ხავი: „ეს საღამო შესაძლოა განსაკუთრებული აღმოჩნდეს“

0
40

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელ ხავის აზრით, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პსჟ-სთან საპასუხო შეხვედრაში, მის გუნდს საშინაო კედლები უპირატესობას აძლევს. შეგახსენებთ, რომ ესპანელებმა პირველი შეხვედრა პარიზში 3:2 მოიგეს.
„ეს ჩვენთვის უდიდესი შანსია. საშინაო სტადიონის ფაქტორი ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს, მაგრამ „მონჟუიკი“ ეს მაინც ის არაა, რაც „კამპ ნოუ“. ლუის ენრიკე სპეკულირებას არ დაიწყებს და ყველაფერზე წავა. მისი გეგმაა, რომ ჩვენზე ზეწოლა მოახდინოს და თან დაცვის ხაზი გააძლიეროს. იგი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელია და ჩემი ვარაუდით პსჟ თამამად ითამაშებს. ჩვენ ბევრი სურვილი და იმედი გვაქვს. ეს საღამო შესაძლოა განსაკუთრებული აღმოჩნდეს.
დავრეჩები თუ არა „ბარსელონაში“? თქვენ სამი თვის წინ ჩემს მომავალზე არ ნერვიულობდით, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა. ახლა ყველაზე მთავარი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზურის მოპოვებაა“ – იუწყება ხავის ნათქვამს გამოცემა AS.
“ბარსელონა” – პსჟ-ს მატჩი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი