ქვილითაიას მეშვიდე გოლი სეზონში

0
32

აპოელის კაპიტანმა გიორგი ქვილითაიამ მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში თავისი მეშვიდე გოლი გაიტანა. ნიქოზიელები სტუმრად „პაფოსს“ შეხვდნენ და 2:0 გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე ანგარიში პენალტიდან გახსნა. ის 84-ე წუთზე შეცვალეს. ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ლაშა დვალმა აპოელის რიგებში ორი ტაიმი ითამაშა. „პაფოსთან“ გამარჯვების შემდეგ, ნიქოზიელები 69 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდნენ და მეორე ადგილზე მყოფ აეკ-ს ქულით ასწრებენ.
პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში “კრაკოვიამ” სტუმრად “იაგიელონიას” 3:1 აჯობა. გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად უკაპიტნა და 58-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “კრაკოვია” 32 ქულით 18 გუნდში მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი