კვარაცხელიას მორიგი საგოლე პასი – „ნაპოლიმ“ აუტსაიდერს ვერ მოუგო

0
41

მიმდინარე სეზონში საკუთარ კედლებში ძალიან ცუდად მოთამაშე „ნაპოლიმ“ 32-ე ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერ „ფროზინონეს“ ვერ მოუგო.
შეხვედრის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კარგი პასის შემდეგ, ოსიმენმა ბურთი მარცხენა ფეხიდან მარჯვენაზე გადაიტანა და მისი დარტყმული სტუმართა მეკარემ გაანეიტრალა.
მატჩის მე-16 წუთზე პოლიტანომ მეტოქის ნახევარზე მიიღო ნურთი და მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეწეულმა თითქმის საჯარიმოს ხაზიდან „ფროზინონეს“ კარში ეფექტური გოლი გაიტანა – 1:0.
ანგარიშის გახსნიდან ცოტა ხანში, „ნაპოლის“ მეკარის მერეტის გადაცემის შემდეგ, სტუმართა მცველი რომანიოლი თავის ნახევარზე უხეშად შეცდა, ხოლო ტურატისსთან პირისპირ დარჩენილმა ოსიმენმა ანგარიში გაზრდის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. ტაიმის შუაწელში კვარაცხელიამ მარცხენა ფრთიდან ცენტრისკენ გადაინაცვლა და „ფროზინონეს“ საჯარიმოს სიახლოვიდან დაარტყა – მეკარემ ხელებსი ბურთი უპრობლემოდ დააფიქსირა.
29-ე წუთზე მასპინძლების მცველმა რეჰმანიმ თავის საჯარიმოში ხედირა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც სოულიმ შეასრულა, მაგრამ მერეტმა ბურთი ხელებში დააფიქსირა. ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთში ზელინსკის ჰქონდა გოლის გატანის ხელსაყრელი შანსი, მაგრამ ბურთი „ფროზინონეს“ კარს ააცილა. ტაიმის მიწურულს ოსიმენის პასის მერე, ზელინსკიმ მოწინააღმდეგის საჯარიმოში ერთი მცველი ჩამოიცილა, თუმცა ახლო მანძილიდან მეკარეს ვერ აჯობა.
მეორე ტაიმის დასაწყისშიი ანგისამ საჯარიმოში პასით მეტოქის მეკარესთან მარტო ოსიმენი დატოვა, რომლის დარტყმულ ბურთს ჯერ ტურატიმ მოახვედრა ხელი, ხოლო შემდეგ ცარიელი კარიდან რომანიოლიმ მოიგერია.
49-ე წუთზე მერეტი თავის საჯარიმოდან პასს აკეთებდა, მაგრამ სოულიმ დააფარა, ხოლო ბურთი ხედირას მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 55-ე წუთზე კვარაცხელია „ფროზინონეს“ საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და ძლიერად დაარტყა – ბურთი ბადეს გარედან მოხვდა. 62-ე წუთზე კვარაცხელიამ თავის სტილში მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიწია, რო ფეხბურთელს გაცდა და მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ, სტუმართა მცველიდან ბურთი კვარაცხელიას მიუვიდა, რომელმაც დაახლოებით 25 მეტრიდან შეუჩერებლად დაარტყა, ხოლო ოსიმენმა ერთი შეხებით მეტოქის კარი აიღო. კვარაცხელიამ ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში მე-6 საგოლე პასი მიითვალა და გარდა ამისა, 10 ბურთი გაიტანა. 73-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ცორტემ ნეაპოლელთა საჯარიმოში ხედირა მოძებნა, რომელმაც თავით დუბლი მიითვალა – 2:2. ამის შემდეგ „ფროზინონს“ კარს საჯარიმოს გარედან ორჯერ კვარაცხელია დაემუქრა – პირველ შემთხვევაში ტურატიმ ბურთი ნახტომში მოიგერია, ხოლო მეორედ ხელებში დააფიქსირა. თამაშის მიწურულს მარიო რუიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო „ფროზინონეს“ განაცხადში მყოფ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდ გიორგი კვერნაძეს თავის გამოჩენის შანსი ისევ არ მისცეს.
„ნაპოლი“ 49 ქულით 20 გუნდში მე-8 ადგილზეა, ხოლო „ფროზინონე“ 27 ქულით მეჩვიდმეტეა.
ლაშა თაბაგარი