ბელარიშვილმა ესტონეთში დაბრუნების მერე პირველად გაიტანა

0
24

ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ, თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-6 ტურში „ტრანსმა“ ტალინის „კალევი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 69-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის ზუსტად შესრულების მერე ანგარიში გაათანაბრა – 1:1. მის მსგავსად მოედანზე ორი ტაიმი დაჰყვეს შალვა ბურჯანაძემ და სერგო კუხიანიძემ, ხოლო ვაჟა ნემსაძე 64-ე წუთზე შეცვალეს. „ტრანსი“ 4 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში პოზნანის „ლეხი“ გასვლაზე „პუშჩასტან“ 1:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და 76-ე წუთზე შეცვალეს. „ლეხი“ 48 ქულით 18 გუნდში მე-4 ადგილზეა.
საბერძნეთის სუპერლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა „პანეტოლიკოსმა“ სტუმრად „კიფისას“ 1:0 აჯობა. გამარჯვებულებში მცველმა ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ჩვენი ეროვნული გუნდის მარცხენა ფლანგელი ლევან შენგელია ტრავმირებულია.
ესპანეთის ლიგა 2-ის 35-ე ტურში “ლევანტე” შინ “ამორებიეტასთან” 1:2 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი მასპინძლების განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “ლევანტე” 51 ქულით 22 გუნდში მეცხრეა.
ლაშა თაბაგარი