„ბრაიტონის“ მთავარ მწვრთნელ რობერტო დე ძერბის სეზონის დასრულების შემდეგ, მუშაობის სხვა კლუბში გაგრძელება შეუძლია.
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანის ინფორმაციით დე ძერბის მიერ „ბრაიტონთან“ გაფორმებულ კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის თანახმად მის მსურველ კლუბს 15 მილიონი ევროს გადახდის შემდეგ 44 წლის იტალიელი სპეციალისტის გადაბირების საშუალება ექნება. დე ძერბის მთავარ მწვრთნელად ხილვა მიუნხენის „ბაიერნის“ და „ლივერპულის“ ხელმძღვანელებს სურთ. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ბაიერნიდან“ თომარ ტუხელს უშვებენ, ხოლო „ლივერპულიდან“ იურგენ კლოპი მიდის.
დე ძერბი „ბრაიტონში“ 2022 წლის სექტემბრიდან მუშაობს და გასულ სეზონში კლუბი არსებობის ისტორიაში პირველად ევროთასების საგზური მოაპოვებინა – კერძოდ ევროპა ლიგის.
მიმდინარე სეზონში „ბრაიტონმა“ პრემიერლიგაში ჩატარებულ 29 მატჩში 42 ქულა დააგროვა და მე-9 ადგილზეა.
მანამდე, დე ძერბი იტალიის „ფოჯას“, „პალერმოს“, „ბენევენტოს“, „სასუოლოს“ და უკრაინის დონეცკის „შახტარს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი





