ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სანდრო მამუკელაშვილმა გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ქართველი კალათბურთელის “სან ანტონიო სპერზმა” სან ფრანსისკოს “გოლდენ სტეიტ უორიორზს” უმასპინძლა და 113:117 დამარცხდა, თუმცა საქართველოს ნაკრების 23 წლის ფორვარდმა ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა.
წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, სანდრომ მნიშვნელოვანი სათამაშო დრო მიიღო. მამუკელაშვილმა მოედანზე 25 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე კი 10 ქულა, 11 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.
„სან ანტონიოს“ რიგებში 32 ქულით საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა გახლდათ, ხოლო „გოლდენ სტეიტში“ ყველაზე მეტი, 32 ქულა სტეფ კარიმ შეასრულა.
„სან ანტონიოს“ 75-დან მხოლოდ 18 გამარჯვება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა. სანდრო მომდევნო შეხვედრას 3 აპრილს, ნბა-ს ჩემპიონ “დენვერ ნაგეთსის” წინააღმდეგ ჩაატარებს.





