ლუკა გუგეშაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერლიგის ოქროს მედლები მიჯრით მესამედ მოიგო. 28-ე ტურში „ყარაბაღი“ სტუმრად განჯის „ქიაფაზს“ შეხვდა და 6:1 გაანადგურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე სათადარიგო იყო, ხოლო მასპინძლებში ფორვარდმა მათე კვირკვიამ შეუცვლელად ითამაშა. „ყარაბაღმა“ ჩემპიონის ტიტული პრემიერლიგის დასრულებამდე 8 ტურით ადრე მოიპოვა. გუგეშაშვილმა მიმდინარე სეზონში აგდამელთა რიგებში ჩემპიონატში 8-ჯერ ითამაშა. ის „ყარაბაღში“ 2021-2022 წლების სეზონის მეორე ნახევრიდან გამოდის.
კახა ცხადაძის გაწვრთნილი “გაბალა” შინ ბაქოს “ნეფთჩისთან” 0:1 წააგო და 16 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




