საქართველოს 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა პორგტუგალიის საერთაშორისო ტურნირზე წარუმატებელი სტარტი აიღო. ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი გუნდი პირველ ტურში მასპინძელ თანატოლებს დაუპირისპირდა და 0:4 წააგო. |
პორტუგალიელებიდან 21-ე წუთზე ანგარიში გილერმო მარტინშმა გახსნა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. 51-ე წუთზე ქართველების კარი ჟოაუ ტეიშეირამ აიღო. მე-80 წუთზე მასპინძლებიდან თავი ნუნო პატრისიომ გამოიჩინა, ხოლო ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე წერტილი გონსალო მორეირამ დასვა.
18-წლამდელები ტურნირზე მეორე მატჩს 24 მარტს დანიასთან ჩაატარებენ, ხოლო დასკვნით შეხვედრაში 26 მარტს მაროკოს დაუპირისპირდებიან.
მატჩის ოქმი – პორტუგალია V საქართველო
ლაშა თაბაგარი





