საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველმა კონსტანტინოს ციმიკასამ განაცხადა, რომ ერთა ლიგის C ლიგის 1/2-ფინალში შინ ყაზახეთთან ასეთი ანგარიშით (5:0) გამარჯვებას არ ელოდნენ.
„გულწრფელად გეტყვით, რომ არ ველოდით ყაზახეთი თუ 5 ბურთს გაუშვებდა. განვლილ მატჩში ყველა მოთამაშე 100 პროცენტით დაიხარჯა. ჩვენ 5 გოლის გატანა ნაადრევად პენალტიდან ანგარიშის გახსნის ხარჯზე მოვახერხეთ. გამანადგურელები ანგარიშის მიუხედავად ყაზახეთი ბოლო წუთამდე ცდილობდა. ყაზახეთი მეცოდება“ – ციტირებს „ლივერპულის“ ფეხბურთელს Metaratings.ru.
საბერძნეთის ნაკრები C ლიგის ფინალში 26 მარტს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ საქართველოს შეხვდება. წყვილში გამარჯვებული ზაფხულში გერმანიაში გასამართ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს.
ლაშა თაბაგარი





