სკოლარი „ატლეტიკო მინეიროდან“ გაუშვეს

0
66

ლუის ფელიპე სკოლარი „ატლეტიკო მინეიროს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო 2002 წლის ჩემპიონატის მომგები სკოლარი „ატლეტიკო მინეიროს“ 2023 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩატარებული 41 მატჩიდან 19 მოიგო, 10 ფრედ დაასრულდა და 12 წააგო.
ლაშა თაბაგარი