„რეალის“ მეკარე ტიბო კურტუამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს. მადრიდელთა პრესსამსახუსი ინფორმაციით, 31 წლის ბელგიელ მეკარეს მარჯვენა ფეხის მუხლის მენისკი გაუწყდა და 7 კვირას გამოტოვებს, რაც ფაქტობრივად ამ სეზონში მის მოედანზე გასვლას გამორიცხავს.
აგვისტოში კურტუამ ვარჯიშზე მარცხენა ფეხის მუხლის ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ამიტომ არცერთი თამაში ჩაუტარებია. ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარემ წვრთნა ცოტა ხნის წინ განაახლა, მაგრამ ისევ დაშავდა.
ლაშა თაბაგარი





