წყალტუბოს ,,სამგურალმა” ტაჯიკეთის ნაკრების 19 წლის ნახევარმცველი ალიჯონი აინი დაიმატა.
ალიჯონი ტაჯიკური კლუბების ,,რეგარ თადაზისა” და ,,ისტიქლოლის” ფეხბურთელი იყო, ასევე თამაშობდა ,,კრასნოდარში”.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ტაჯიკეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. ამჟამად იცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას.
ნაკრებში 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ახლახანს აზიის თასზეც იასპარეზა.
ლაშა თაბაგარი
ლაშა თაბაგარი





