გუგეშაშვილის გუნდმა სტუმრად „ბრაგას“ შანსი არ დაუტოვა

0
56

აგდამის „ყარაბაღმა“, რომლის ღირსებას ლუკა გუგეშაშვილი იცავს ევროპა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრ პლეი-ოფში სტუმრად პორტუგალიის „ბრაგა“ შეხვდა და 4:2 მოიგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე სათადარიგო იყო და არ უთამაშია.
აზერბაიჯანული გუნდიდან ანგარიში 21-ე წუთზე პენალტიდან იანკოვიჩმა გახსნა, ხოლო ბანზამ საპასუხო გოლი 64-ე წუთზე გაიტანა.
54-ე წუთზე ზოუბირმა პორტუგალიელთა კარი მეორედ აიღო, რასაც 65-ე წუთზე ჟუნინიოს გოლი მოჰყვა. 69-ე წუთზე ზოუბირმა დუბლი შეასრულა. მსაჯი მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ჟოაო მოუტინიომ ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე შეამცირა.

ლაშა თაბაგარი