„ბორდომ“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის საფრანგეთის ლიგა 2-ის 24-ე ტურში შინ „გრენობლი“ მინიმლური ანგარიშით დამაარცხა. საქრთველოს ეროვნული ნაკრების თავდამხმელი ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე გაიტანეს და მისი ავტორი ვიპოტნიკია. „ბორდო“ 31 ქულით 20-გუნდიან ტურნირო ცხრილში მე-13 დგილზე.
იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურში „ტორინოს“ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის შემდეგ, საბა საზონოვი 24-ე ტურში ისევ სათადრიგოთა სკამზე გადასვეს. „ტორინო“ გასვლაზე „სასუოლოს“ დაუზავდა, ხოლო ჩვენი ეროვნული გუნდის მცველი მოედანზე 83-ე წუთზე გამოჩნდა. „ტორინო“ 33 ქულით 20-გუნდიან სტურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას პირველ ტურში პოზნანის „ლეხმა“, რომლის ღირსებას ნიკა კვეკვესკირი იცავს თავის მოედანზე ლუბინის „ზაგლებიე“ 2:0 დაამარცხა. საქართველო ნაკრების ვიცე-კაპიტანი სასტარტო შემდგენლობაში არ იყო და თამაშში 83-ე წუთზე ჩაერთო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსმეკარე გიორგი მაკარიძემ სადებიუტო მატჩი ჩაატარა “კოვილიას” შემადგენლობაში პორტუგალიის მე-3 ლიგაში “აკადემიკასთან”. შეხვედრა 0:0 დასრულდა.
ლაშა თაბაგარი





