„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაასახელა მიზეზი, რომლის გამო მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან რუდი გარსია გაუშვა.
„მისი ბოლო მატჩის („ემპოლისთან“ 0:1) წინ გასახდელში შევედი და ვკითხე დარწმუნებული იყი თუ არა სასტარტო შემადგენლობაში. მან მიპასუხა: „ნება მომეცით ამას მე მივხედო!“. როდესაც ვინმე ასეთი ტონით გელაპარაკება, მას მაშინვე „სასეირნოდ“ უშვებ ან შენს ადგილზე ჯდები.
შესვენებაზე გასახდელში ჩავედი, რათა მისთვის მეთქვა: „რა ჯანდაბას აკეთებ? გინდა რომ გაგიშვან?“. ყველაფერი ასე დამთავრდა. გარსია თავისი ტაქტიკური განლაგებებით ყოველთვის მაოცებდა. ბოლოს და ბოლოს ის ჯანდაბაში გავუშვი“ – იუწყება დე ლაურენტისის ნათქვამს RMC Sport.
ფრანგი სპეციალისტი გასული სეზონი იტალიის ჩემპიონ „ნაპოლის“ სათავეში 2023 წლის ივლისში ჩაუდგა. 59 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით ნეაპოლელებმა იტალიის ჩემპიონატში 12 ტურში 21 ქულა დააგროვეს და ის ნოემბერშში დაითხოვეს.
ლაშა თაბაგარი





