ნიკა მალი ბათუმის „დინამოს“ შეუერთდა

0
45

ნიკა მალი კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს. 25 წლის მარჯვენა მცველი საქართველოს ჩემპიონის შემადგენლობაში მეირე თურქულ შეკრებაზე ემზადება.
მალი „საბურთალოს“ აღზრდილია, სადაც 6 სეზონი თამაშობდა, ხოლო ბოლო 2 წელიწადი თბილისის „დინამოში“ გაატარა, სადაც 58 მატჩი ითამაშა. მას სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და ბათუმელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი ანთალიაში  21 თებერვლამდე დარჩება და ოთხ სპარინგს გამართავს.
ბათუმელები 11 თებერვალს უკრაინის კოვალიევკას “კოლოსთან” ითამაშებენ, 14 თებერვალს – ასევე უკრაინის ლუგანსკის “ზორიასთან”, 20 თებერვალს – ლატვიის “რიგასთან”, ხოლო კიდევ ერთი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.
ლაშა თაბაგარი