„უოტფორდი“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის ასოციაციის თასს გამოეთიშა. 1/16-ფინალის პირველი მატჩი უოტფორდელებმა შინ „საუთჰემპტონთან“ 1:1 დაასრულეს და ტურნირის რეგლამენტის თანახმად გადათამაშება საუთჰემპტონში დაინიშნა.
მასპინძლებმა „უოტფორდს“ სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ხუთ წუთში შეცვალეს.
უგოლო პირველი ტაიმის მერე, 52-ე წუთზე ანგარიში მარამ გახსნა, რომელმაც 58-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 76-ე წუთზე თავი ადამსმა გამოიჩინა.
ლაშა თაბაგარი





