„კვარაცხელიას წარმომადგენლებმა კონტრაქტის გახანგრძლივება იუარეს“

0
51

„ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებმა მიმდინარე სეზონის დასრულებამდე კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი იუარეს.
„მის აგენტებს სამი თვის წინ შევხვდი და კონტრაქტის გახანგრძლივება შევთავაზე. მათ მიპასუხეს: „არ ინერვიულოთ, ჩვენ აქ თავს კარგად ვგრძნობთ და სეზონის ბოლოს ვისაუბროთ“ – იუწყება დე ლაურენტისის ნათქვამს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის თავდამსხმელს კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს. გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელმა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 29 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასსი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი