ლაშა დვალმა კვიპროსის უმაღლეს დივიზიონში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა. 23-ე ტურში აპოელი, რომელშიც დვალი საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ წევრ გიორგი ქვილითაიას გვერდით გამოდის, ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
დვალი სასტარტო შემადგენლობაში და იყო და მე-4 წუთზე მისმა თანაგუნდელმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოს შესრულების დროს ბურთი სტუმართა კართან ახლოს ჩაჰკიდა, ხოლო ქართველი მცველის თავურის მერე ბურთი თავზე აეკ-ის ფეხბურთელს შეეხო და ანგარიში გაიხსნა. დვალმა შეუცვლელად ითამაშა და მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 3 გოლია. აეკ-მა ანგარიში 76-ე წუთზე გაათანაბრეს, თუმცა 6 წუთში ლარნაკელი მოთამაშის ავტოგოლის შემდეგ ისევ აპოელი დაწინაურდა. აეკ-მა ქულა 86-ე წუთზე გადაარჩინა.
ქვილითაიამ აპოელს 73-ე წუთზე უკაპიტნა და შეცვალეს. ის შეხვედრის მე-10 წუთზე მეკარესთან პირიპირ გავიდა, მაგრამ ვიზავის ვერ აჯობა. აპოელი 52 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.
ლაშა თაბაგარი





