შოთა არველაძის გაწვრთნილი „ქარაგიუმრუქი“ თურქეთის თასის 1/4-ფინალში გავიდა.
ქართველი სპეციალისტის გუნდმა 1/8-ფინალში შინ „სამსუნსფორს“ დაძაბულ ბრძოლაში აჯობა. უგოლო პირველი ტაიმის მერე, 68-ე წუთზე სტუმრები მარიუსმა დააწინაურა. 72-ე წუთზე ბირაშჩიმ ანგარიში გაათანაბრა. „ქარაგიუმრუქმა“ 89-ე წუთზე პაოლეტის მიერ გატანილი გოლით შემდეგ ეტაპზე გააღწია.
ლაშა თაბაგარი





