გერმანიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო 2014 წლის ჩემპიონი ჟერომ ბოატენგი კარიერას იტალიის სერია A-ში გააგრძელებს.
35 წლის ბოატენგი მიმდინარე სეზონის ბოლომდე “სალერნიტანაში” ითამაშებს. ის გასულ სეზონში ფრანგულ “ლიონში” გამოდიოდა, რომელიც 2023 წლის 1 ივლისს დატოვა. ბოატენგმა კარიერის საუკეთესო წლები მიუნხენის “ბაიერნში” გაატარა, სადაც 25 ტიტული მოიგო. მანამდე, ის გერმანული “ჰამბურგის” და ინგლოსური “მანჩესტერ სიტის” რიგებში თამაშობდა.
“სალერნიტანა” იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 22 ტურის შემდეგ 12 ქულით 20 გუნდში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





