“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელ ხავის, რომელიც თანამდებობას მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს, მიაჩნია, რომ მის მიერ გაწეულ სამუშაოს კლუბში ღირსეულად არ აფასებდნენ.
“ვფიქრობ, რომ ჩვენს სამუშაოს ღირსეულად არ აფასებდნენ, რაც გამოფიტვას იწვევს. მე ასე ვგრძნობ. საქმე ის არაა, რომ ზეწოლას გავუძელი. ჩვენ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ მომენტს გავდივართ.
ჩემთვის ძალიან საწყენია, რომ მწვრთნელებისთვის “ბარსელონაში” მუშაობა რთულია. შენ გაიძულებენ, რომ ყოველ დღე თავი უსარგებლოდ იგრძნონ. გვარდიოლამ ამის შესაახებ მითხრა, როდესაც ვესაუბრე. მე ვხედავდი როგორ იტანჯებოდა ლუის ენრიკე. ამის შესახებ უნდა ვიფიქროთ. ამ თანამდებობასთან დაკავშირებით პრობლემა არსებობს. ისეთი შეგრძნებაა, რომ თითქოს სულ შენი ცხოვრებით რისკავ. ამიტომ ვამბობ, რომ ეს სისასტიკეა და სიამოვნებას არ განიჭებს” – იუწყება Mundo Deportivo 44 წლის ესპანელის ნათქვამს, რომელმაც თანამდებობის დატოვება ესპანეთის ლა ლიგის 22-ე ტურში “ვილიარეალთან” 3:5 დამარცხების შემდეგ.
ლაშა თაბაგარი





