საკალათბურთო სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა თსუ-მ 26 წლის ფორვარდი ვილი ისიანი (203 სმ) დაიმატა. ვილის უცხოეთში ასპარეზობის მდიდარი გამოცდილება აქვს, ბოლო დრომდე კი ესპანეთის რანგით მესამე დივიზიონის კლუბ “ხუვენტუდ ალკალას” ღირსებას იცავდა.
ისიანი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში გამოდიოდა, კერძოდ 2017 წელს 20 წლამდელთა ევროპირველობაზე 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს ნაკრებს საშუალოდ 5 ქულითა და 4 მოხსნით შეეშველა.
2012 წელს 15 წლის ვილი ისიანმა საქართველოს 16 წლამდელთა ჩემპიონატის ერთ მატჩში 127 (!) ქულა გააკეთა.
აქვე მოგახსენებთ, რომ თსუ-მ მეფარე გიორგი ტურძილაძე დაითხოვა. საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატი კარიერას გურჯაანის “დელტაში” გააგრძელებს.





