სევილიას „ბეტისის“ თავდამსხმელი ბორხ იგლესიასი უახლოს პერიოდში ლევერკუზენის „ბაიერის“ მაისურს მოირგებს, რის შესსახებ ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იუწყება.
31 წლის ესპანელი თავდამსხმელი გერმანულ კლუბთან საიჯარო ხელშეკრულებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს. „ბაიერი“ იჯარის ვადის გასვლის მერე იგლესიასის გამოსყიდვას 8 მილიონ ევროდ მოახერხებს. ბორხას გადაბირება უშუალოდ ლევერკუზენელთა მთავარი მწვრთნელის ხაბი ალონსოს იდეა იყო.
იგლესიასი „ბეტისში“ 2019 წლის აგვისტოდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატაარებულ 176 მატჩში 51 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში სევილიელთა შემადგენლობაში 18-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





