მადრიდის „ატლეტიკო“ ბელგიის „ანტვერპენს“ ნახევარმცველ არტურ ვერმერენის ტრანსფერზე შეუთანხმდა. ამის შესახებ ჟურნალიტი ფაბრიციო რომანი იუწყება.
მადრიდელები თავდაპირველად „ანტვერპენ“ 19 ლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონს სთაბაზობდა, ხოლო შემდეგ თანხა 25 მილიონამდე გაზარდა, რაც ბელგიური მხარისთვის მისაღები აღმოჩნდა.
მიმდინარე სეზონში ვერმერენმა ყველა ტურნირში 32 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანი გარდა, 6 საგოლე პასი გააკეთა. მას „ანტვერპენთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.
ლაშა თაბაგარი





