მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის ლა ლიგის 21-ე ტურში შინ „ალმერიას“ 3:2 დანი კარვახალის მიერ 99-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო. მადრიდელები თამაშის მსვლელობისას 0:2 აგებდნენ.
ამ გამარჯვების წყალობით „რეალი“ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც თავის საშინაო არენა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მე-1000 გამარჯვება მიითვალა. ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში შინ ამდენი თამაში არცერთ გუნდს მოუგია.
„რეალის“ უახლოესი მდევარი გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიაა“, რომელმაც „მესტალიაზე“ 906 თამაში მოიგო, ხოლო მესამე ადგილზე „ბარსელონაა“ 889 გამარჯვებით „კამპ ნოუზე“.
გარდა ამისა, “რეალისთვის” კარვახალის მიერ გატანილი ბურთი ლა ლიგაში გამოსვლის პერიოდში ყველაზე გვიანი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. მანამდე, რეკორდი გონსალო იგუაინს ეკუთვნოდა, რომელმაც “რეალს” 2008 წელს “ატლეტიკოსთან” 97-ე წუთზე მოაგებინა.
„რეალი“ 48 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ქულით ჩამორჩება ლიდერ „ჟირონას“, მაგრამ მეტოქეზე ერთი შეხვედრით ნაკლები ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი





