ლაშა ოდიშარია კარიერას ლატვიის ჩემპიონ “რიგასში” გააგრძელებს. ამის შესახებ თბილისის “დინამოს” პრესსამსახური იუწყება.
“დინამო თბილისსა” და საფეხბურთო კლუბ “რიგასს” (რფს) შორის ლაშა ოდიშარიას ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. თბილისური კლუბის 21 წლის ნახევარმცველი კარიერას ლატვიის ჩემპიონის რიგებში გააგრძელებს.
ლაშა ოდიშარია დედაქალაქურ კლუბში 2020 წლიდან იმყოფებოდა. ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა “დინამოს” პირველი გუნდის ფორმით საერთო ჯამში 32 მატჩი გამართა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ოდიშარია “დინამო თბილისთან” ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა და ქვეყნის სუპერთასს დაეუფლა”.
atiani.ge- ინფორმაციით, ოდიშარიას ტრანსფერში “დინამო” 400000 ევროს მიიღებს. ოდიშარიამ, რომელმაც ევრო 2025-ის შესარჩევ ციკლში 21-წლამდელთა ნაკრებში 5 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე პასი გააკეთა, ლატვიელებთან კონტრაქტი 3+1 სისტემით გააფორმა.
ლაშა თაბაგარი





